საქართველო - უსაზღვროდ სტუმართმოყვარე ქვეყანა

საქართველო - მრავალეროვანი ქვეყანა მდიდარი ისტორიით, შესანიშნავი არქიტექტურული ძეგლებით და ბუნებით. ქვეყანაში არის 300-მდე სამთო, ზღვისპირა, ბალნეოლოგიური და ტალახის კურორტები..

Флаг и герб Грузии

ადგილმდებარეობა: შავი ზღვის სანაპირო
ფართობი: 69,700 კვ.კმ.
მოსახლეობა: 4,72 მლნ ადამიანი
დედაქალაქი: თბილისი
სახელმწიფო ენა: ქართული
დრო: გრინვიჩის დროით +4 საათი
ელექტროენერგია: 220V, 50A;
ორმაგი შტეფსელის სტანდარტული ბუდე
ინტერნეტზონა: .ge
საერთაშორისო ტელეფონი: +995
ფულადი ერთეული: ლარი (GEL)


გეოგრაფია

საქართველო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და იკავებს ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილს. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთს, აღმოსავლეთით აზერბაიჯანს, სამხრეთით სომხეთსა და თურქეთს. დასავლეთით შემოსაზღვრულია შავი ზღვით. საქართველოს ტერიტორია უმეტესწილად მთაგორიანია, მისი მესამედი დაფარულია უღრანი ტყეებით. ჩრდილოეთის საზღვარი კავკასიონის მთავარ მთაგრეხილზე გადის, სადაც ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილებია, რომელთაგან ყველაზე მაღალია შხარა (5068მ). სამხრეთ საქართველოში გადის მცირე კავკასიონის მთაგრეხილი, აქ ყველაზე მაღალი წერტილი 3000 მეტრს არ აღემატება. მათი საერთო ფართობი 69,7 ათასი კვ.კმ-ია.

ჰავა

საქართველოს ჰავა დამოკიდებულია რეგიონზე. ქვეყნის დასავლეთში ჰავა სუბტროპიკულია, ხოლო აღმოსავლეთში სუბტროპიკულიდან ზომიერში გადადის. მიუხედავად იმისა, რომ მთები ქვეყნის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს, შავი ზღვის თბილი ჰაერი საქართველოს ყველაზე უკიდურეს წერტილებამდე აღწევს. კოლხეთის დაბლობსა და აჭარაში იანვარში ტემპერატურა მერყეობს +3 C-დან +9 C-მდე, მაგრამ მთიან რაიონებში შეიძლება -16 C-დან -20 C-მდე დაეცეს. ზაფხულის პერიოდში ძირითად ცხელი ამინდია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგვისტოს საშუალო ტემპერატურა +23 C +26 C-ია. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექების უმეტესი ნაწილი ზამთარსა და შემოდგომაზე მოდის. მთიან რაიონებში თოვლი ნოემბრიდან გაზაფხულის ბოლომდე რჩება. საქართველოს ჰავა მთელი წლის განმავლობაში დასვენებისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა, ხოლო ბუნება - ახალი ხილისა და ბოსტნეულის რეგულარულ მიღებას.

რელიგია

მართლმადიდებლური ქრისტიანობა (საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგად აღიარა. ჩვ.წ.ა. 337წ.).

სახელმწიფო ენა

საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული ენა. უცხოელებთან ურთიერთობისათვის გამოიყენება ინგლისური ენა. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კარგად ფლობს რუსულ ენას.


ბანკები და საბაჟოს წესები

ვალუტა

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ეროვნული ვალუტა "ლარი" (GEL). ერთი ლარი უტოლდება 100 თეთრს. მიმოქცევაში შევიდა 1995 წელს. დღესდღეობით მიმოქცევაშია შემდეგი ნომინალის კუპიურები - 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200 ლარი. ასევე გამოიყენება სამონეტო ნომინალები - 5, 10, 20, 50 თეთრი.

ქართული ბანკები

საქართველოში ბევრი ბანკია. ქართული ბანკების სამუშაო დღე 9:00-დან 19:00-მდეა.რა თქმა უნდა არის ბანკები, რომლებიც სამუშაო დღეს იწყებენ/ამთავრებენ ადრე/გვიან, მაგრამ ბანკების უმრავლესობა სწორედ ამ გრაფიკით მუშაობს. საქართველოში მიმოქცევაში ფართოდ გამოიყენება ამერკული დოლარი (განსაკუთრებით კერძო სექტორში), ამიტომ აქტუალურია ვალუტის გაცვლა. ბევრ ბანკს აქვს მოცემული მომსახურება. ბევრ ქალაქში ბანკების პარალელურად არის სპეციალური გადამცვლელი პუნქტები. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია კერძო პირებთანაც, მაგრამ შანსი იმისა, რომ მოტყუებული აღმოჩნდებით, იზრდება. ამიტომ, გირჩევთ ისარგებლოთ ლეგალური ორგანიზაციების მომსახურებით. საქართველოს დედაქალაქში - ქ. თბილისში, ქართულ ლარსა და ამერიკულ დოლართან ერთად გამოიყენება საკრედიტო ბარათები - VISA, EUROCARD, MASTERCARD, CIRRUS, MAESTRO. მათი გამოყენება ძირითადად ფეშენებელურ სასტუმროებში, დიდ მაღაზიებში ან ბანკებში შეგიძლიათ. დანარჩენ ადგილებში ნაღდი ანგარიშსწორება მოქმედებს!

საბაჟოს წესები

უცხოური ვალუტის შემოტანა არ იზღუდება, ეროვნული 25 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ნებადართულია უცხოური ვალუტის გატანა ქვეყანაში შესვლის თარიღიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო ეროვნული ვალუტა - არაუმეტეს 3000 ლარისა. აკრძალულია იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების, ნარკოტიკების, სახელმწიფო წყობის გამრყვნელი ლიტერატურის, ზოგიერთი სახეობის ვიდეოპროდუქციის შეტანა. აკრძალულია ისტორიული და კულტურული ღირებულების მქონე საგნების გატანა.


საქართველოს კურორტები

კურორტები

საქრთველოს ყველაზე პოპულარულ კურორტებად ითვლება ბათუმი, ქობულეთი, ბორჯომი, ბახმარო, ბაკურიანი და გუდაური. მის დედაქალაქში, თბილისში ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს VI საუკუნეში აგებული წმ. დავითის მონასტერი; ასევე, რეკომენდებულია სიონის ტაძრის მონახულება, რომელიც V საუკუნეს განეკუთვნება. და რა თქმა უნდა საქართველოს მუზეუმები, რომლებიც ამ კეთილმოყვარე ხალხის ისტორიას გაგაცნობენ.

წყალი

საქართველო ცნობილია თავისი მინერალური წყაროებით. რესპუბლიკის ტერიტორიაზე 22 ძირითადი მინერალური წყაროა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "ბორჯომი", "ზვარე", "საირმე", "ნაბეღლავი" და ა. შ. საქართველო თავის სამკურნალო მინერალურ წყლებს მსოფლიოს 25 ქვეყანაში აგზავნის.

ტრანსპორტი

საქართველოში სამი საერთაშორისო თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტია. შიდა რეისები სრულდება თბილისსა და ბათუმს შორის. სარკინიგზო კავშირი ხორციელდება ქალაქებს შორის: თბილისი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ვალე, ქუთაისი, ქობულეთი, ბათუმი, ზუგდიდი, გარდაბანი, სადახლო. ასევე, ქალაქებს შორის გადაადგილება შეიძლება ავტობუსებით. საკურორტო ზონებსა და აეროპორტებს შორის მოძრაობს სამარშრუტო ტაქსები. თუ თქვენ გსურთ გაცილებით თავისუფლად გადაადგილდეთ ქვეყანაში, კომპანია «Geo Rent Car» გთავაზობთ ავტომობილების გაქირავებას მძღოლთან ერთად ან მის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე.


ქართული ღვინო და სამზარეულო

ქართული სამზარეულო

საჭმელი ქართველებისთვის არა მარტო ტარპეზია, როგორც ეს ზოგ ხალხებთანაა მიღებული, არამედ ქართული კუტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ქართულმა სამზარეულომ თავისი ერის ზოგიერთი ტრადიცია შემოინახა. ქართული სამზარეულოს უმეტესი ნაწილი ხორციანი კერძებია. მათ შორის შეიძლება გამოიყოს - მწვადი, ხინკალი, ლორი, კუპატი და ბევრი სხვა. არ უნდა დაგვავიწყდეს მწვანილიც, რადგან ქართველებს ვერ წარმოუდგენიათ კერძი მწვანილის, ბოსტნეულისა და ხილის გარეშე. ამიტომ, მწვანილი ყველა ქართულ კერძში გვხვდება. განსაკუთრებულ კომპლიმენტებს იმსახრებს ქართული ყველი. აქ მას როგორც ინგრედიენტს, ისე იყენებენ და ყველაზე ცნობილი ყველიგან დამზადებული კერძი, თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი ხაჭაპურია!

ქართული ღვინოები

ღვინო - ეს არის ის, რის გამოც ასე ძალიან უყვართ ქართული სამზარეულო! ღვინო - ეს ქართველების ეროვნული სიამაყეა! სწორედ აქ, საქართველოში ჩაეყარა საფუძველი მევენახეობასა და მეღვინეობას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენებიც.

მეცნიერებამ დაადგინა, რომ ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღრიცხვამდე VI საუკუნეში, აქ მცხოვრები ადამიანები ღვინოს აწარმოებდნენ. ქართული ღვინოები - ეს რაღაც განსაკუთრებულია! ის არცერთი სხვა ქვეყნის ღვინოს არ გავს. საქართველოში ამ შესანიშნავი სასმელის დაყენების რამდენიმე ტრადიციული წესი არსებობს, რომელთაც ყოველი ღვინისმწარმოებელი იცავს და პატივს სცემს. ფრანგების და იტალიელებისგან განსხვავებით, აქ ღვინოს მინის ჭურჭელში კი არა, თიხის ქვევრში ინახავენ, სწორედ ამის წყალობით ქართულ ღვინოს აქვს განუმეორებელი, ორიგინალური გემო. ქართული სამარკო ღვინოებია: "ქინძმარაული", "მანავი", "მუკუზანი", "წინანდალი", "ალაზნის ველი", "ახაშენი", "ხვანჭკარა", "ჩხავერი", "კარდენახი", "რქაწითელი" და სხვა. აუცილებლად გასინჯეთ ქართული ღვინო, თქვენ არ ინანებთ!

საქართველოს დღესასწაულები

  • 1 იანვარი - ახალი წელი
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • აპრილი - აღდგომა
  • 9 მაისი - გამარჯვების დღე
  • 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე
  • 28 აგვისტო - მარიამობა
  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი - გიორგობა
Chat