GeoRentCar

"Geo Rent Car" - ში ავტომობილის დაქირავების პირობები

გავრცელებული აზრის თანახმად, ავტომობილის დაქირავება ადვილზე ადვილია.

კომპანია "Geo Rent Car"-ში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პასპორტისა და მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, ავტომობილის მიღება შეუძლია ყველას, ვინც აკმაყოფილებს ასაკობრივ და მართვის სტაჟის მოთხოვნილებებს.

ავტომანქანის დაქირავებისთვის საბუთების გაფორმების პროცედურა საშუალოდ 15-20 წუთს მოიცავს.

გავრცელებული აზრის თანახმად, ავტომობილის დაქირავება ადვილზე ადვილია. კომპანია "Geo Rent Car" - ში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი პასპორტისა და მართვის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, ავტომობილის მიღება შეუძლია ყველას, ვინც აკმაყოფილებს ასაკობრივ და მართვის სტაჟის მოთხოვნილებებს. ავტომანქანის დაქირავებისთვის საბუთების გაფორმების პროცედურა საშუალოდ 15-20 წუთს მოიცავს.

კომპანია "Geo Rent Car" გაქირავებული ავტომობილების მძღოლებს შემდეგ მოთხოვნებს უყენებს:

  1. ავტომობილის დაქირავება შეუძლიათ პირებს 21-დან 65 წლის ჩათვლით.
  2. საჭიროა მართვის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილების ქონა.

აუცილებელია საგირავნო დეპოზიტი, რომელიც შეადგენს 500 ლარი .

თბილისში ავტომობილების დაქირავება ხორციელდება "პრაის-ლისტ" - ში მითითებული საფასურის შასაბამისად. ტარიფში შედის ავტომობილის სადაზღვევო მომსახურებები: დაზღვევა საგზაო შემთხვევების, ქონებრივი ზარალის მიყენებისა და ავტომობილის გატაცების შემთხვევაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, საგადასახადო ნაკრების ნაწილი. სატარიფო ბადეში საწვავი არ შედის. დამატებითი ფასდაკლებები კონკრეტულ შემთხვევებში ინდივიდუალურად განიხილება.

ჩვენი გაქირავების არსებით პრინციპს წარმოადგენს მომხმარებელთან ღია ურთიერთანამშრომლობა და სრული გამჭვირვალეობა. ავტომობილების გაქირავება - ეს არის სფერო, სადაც ჩვენ პროფესიონალები ვართ. ჩვენ მუდამ მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას ავტომობილის დაქირავების პირობებს და ვცდილობთ წინასწარ აღმოვფხვრათ ის გაუგებრობები, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება გაუჩნდეს ავტომობილის ქირავნობის პერიოდში.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ავტომობილებით მგზავრობა მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

ამასთან, სამწუხაროდ, უსიამოვნო სიტუაციებისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომ, ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით აგიხსნათ თუ რა უნდა გააკეთოთ მათი წარმოქმნის შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ავტომობილის ექსპლოატაციისას შესაძლებელი კონფლიქტების აღკვეთის მიზნით, გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ხელშეკრულების პირობებს, რომელსაც ჩვენი კომპანია ავტომობილის გაცემისას გადმოგცემთ.

ქვემოთ მოცემულია მომენტები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  • არცერთი ავტომობილის დღიური გარბენი არ იზღუდება;
  • ყველა ავტომობილი დაზღვეულია საქართველოს წამყვანი სადაზღვევო კომპანიების მიერ ზარალის რისკისა და გატაცების შემთხვევებში. დაზღვევაში შედის უპირობო ფრანშიზა, რომელიც საგირავნო თანხას უტოლდება;
  • ავტომობილის ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, კომპანია დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით ჩვენს სპეციალისტებს;
  • ავტომიბილის დაქირავებისას კლიენტს გადაეცემა განსაზღვრული რაოდენობის ბენზინი, რაც მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირდება;
  • შემდგომ საწვავით და ავტომობილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით მომარაგებას მომხმარებელი თავისი საჭიროების მიხედვით უზრუნველყოფს;
  • ავტომობილი დაბრუნებულ უნდა იქნას ბენზინის იმ რაოდენობით, რაც გაცემისას იყო;
  • ავტომობილის დაბრუნებისას ზედმეტი ბენზინის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი საფასური არ ბრუნდება;
  • ავტომობილი უნდა დაბრუნდეს სუფთა სახით და სუფთა სალონით;
  • დაბინძურებული ავტომობილის დაბრუნების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის პროცედურა გართულდება და მეტ დროს დაიკავებს. ამასთან, ავტოგაქირავების ფასების მიხედვით დაიქვითება ავტომობილის გარეცხვისა და სალონის დასუფთავების საფასური.
  • დამქირავებელი ვალდებულია შეასრულოს კომპანია "Geo Rent Car"-ის მიერ გაცემული ავტომობილის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ინსტრუქციის მოთხოვნილებები;
  • ავტომობილის არასწორი ექსპლოატირებით გამოწვეული დაზიანებების სარემონტო სამუშაოები დამქირავებლის მიერ ნაზღაურდება;
  • ავტომობილის გაცემისას ავტოპარკის მენეჯერი დამქირავებელთან ერთად აწარმოებს ავტომობილის პირველად დათვალიერებას და ყველა არსებული დაზიანება შეაქვს აქტში, რომელსაც ორივე მხარე ადასტურებს ხელმოწერით. ავტომობილის დაბრუნების შემდეგ ხდება ხელმეორე დათვალიერება, ფიქსირდება ყველა დაზიანება და კეთდება ავტომობილის გაცემამდე შევსებულ აქტთან შედარება;
  • კომპანიას აქვს უფლება დამქირავებელს წაუყენოს პრეტენზიები ახალი დაზიანებების არსებობის შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ღირებულების საფასურის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ ეს დაზიანებები სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნილებებს არ შეესატყვისება;
  • ავტო-საგზაო შემთხვევისას ან ავტომობილზე დეფორმირებების, ნაკაწრების, დამსხვრეული მინების და ა. შ. აღმოჩენისას, დამქირავებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს:
    1. კომპანიის სადისპეტჩერო სამსახურს ტელეფონზე
      +995 593 93 00 99 (24/7),
    2. სადაზღვევო კომპანიის (Aldagi) სადისპეტჩერო სამსახურს ტელეფონზე:
      +995 322 444 999 და დოკუმენტალური ფიქსაციისთვის გამოიძახოს პოლიცია 122.
  • პოლიციის თანამშრომლები ვალდებული არიან ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილას გააფორმონ ოქმი და მიუთითონ ავარიის შედეგად მიღებული ყველა დაზიანებები. ყველა დაზიანება, რომელიც არ მოხვდება პოლიციის მიერ შედგენილ ოქმში, სადაზღვევო კომპანიის მიერ არ ანაზღაურდება და დამქირავლების ანგარიშიდან კომპენსირდება.
  • ავარიის შემთხვევაში, დაზიანებული ავტომობილის ავტო-საგზაო შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებისათვის დაუკავშირდით კომპანია "Geo Rent Car" -ს.
  • ავტო-საგზაო შემთხვევისას თუ დამქირავებლი ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის და ასევე, მესამე პირების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ.
  • დამქირავებლის მიერ მართვის უფლების გადაცემა მესამე პირისთვის, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიერ გაცემული მინდობილობით შეიძლება. მესამე პირის მიერ მართვისას მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის დროს თუ ეს პირი არ არის მოხსენიებული ხელშეკრულებაში და კომპანიის მიერ მასზე მინდობილობა არ არის გაცემული, ავტომობილისთვის მიყენებული ზარალის და ასევე, მესამე პირების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხდება დამქირავებლის მიერ.
  • ავტო-საგზაო შემთხვევის დროს, რომელიც ყველა ზემოთმოცემული წესის მიხედვითაა გაფორმებული, მომხმარებლის პასუხისმგებლობა არ აღემატება უპირობო ფრანშიზს და საგირავნო დეპოზიტს.