GeoRentCar

მოგესალმებათ კომპანია "Geo Rent Car"

რადგან ჩვენს საიტს ესტუმრეთ, თქვენ გაინტერესებთ ავტომობილების გაქირავება თბილისსა და მთლიანად საქართველოში. კომპანია"Geo Rent Car" მზადაა დაგეხმაროთ. ჩვენი კომპანიის დევიზია - ჩვენ ვმუშაობთ მათთვის, ვინც ადგილზე არ დგას! ამასთან, პირდაპირი გაგებით, წინ მიისწრაფვის, მოგზაურობს მსუბუქად და პრაქტიკულად, როგორც ეს თანამედროვე ადამიანს შეეფერება. ამიტომ, ავტომობილების გაქირავება მომსახურების ის ფორმაა, რომელსაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ. "Geo Rent Car" ეს არის დემოკრატიული ფასების თანხვედრა თბილისის ავტო-გაქირავების უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, დაქირავებული ავტომობილის გარანტირებულ უსაფრთხოებასა და ყოველი მომხმარებლის მოთხოვნილებების გათვალისწინებასთან.

თქვენს განკარგულებაშია დიდ ავტოპარკი, რომელშიც შედის საშუალო, ბიზნესა და ეკონომ კლასის ავტომობილები, ყველგანმავლები და მიკროავტობუსები. ავტომობილის ქირის ღირებულება დამოკიდებულია მის მოდელზე, ფასსა და დაქირავების ვადაზე. ყველა ავტომობილი შესანიშნავ ტექნიკურ მდგომარეობაშია, მათზე არ არის განთავსებული კომპანიის ლოგოები და რეკლამები. პერიოდულად ხდება ავტოპარკის შევსება სხვადასხვა მარკის, მოდელის, ფერის და კომპლექტაციის ავტომობილებით. ჩვენ მხოლოდ სიჩქარეთა ავტომატური გადართვის კოლოფის მქონე ავტომობილებს გთავაზობთ, რაც ქალაქის პირობებში ავტომობილის მართვას არსებითად აიოლებს. ჩვენს სერვისში თქვენ არა მხოლოდ დაზღვეულ და ტექნიკურად გამართულ ავტომობილს, არამედ უფასო ტექ-მომსახურებასა და დამატებითი მომსახურების ფართო სპექტრს მიიღებთ.

თუ თქვენთვის ხელსაყრელია, რომ დაქირავებული ავტომობილი პირადად არ მართოთ, ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ შემდეგი მომსახურება - ავტომობილის დაქირავება მძღოლთან ერთად.

თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი მიიღოთ და დააბრუნოთ საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მდებარე ოფისში, ასევე თბილისის სასტუმროებში, საერთაშორისო აეროპორტში ან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

დაკვეთის გასაკეთებლად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 93 00 99 ან გააფორმეთ მოთხოვნა საიტზე დაჯავშვნის ფორმით. "Geo Rent Car" -ის მენეჯერები დაწვრილებით აგიხსნიან გაქირავების პირობებს, დაგეხმარებიან ოპტიმალური ტარიფის და მაქსიმალურად ხელსაყრელი ავტომობილის შერჩევაში, შეგითანხმებენ გაქირავების ღირებულებასა და ვადებს. ავტომობილის გაცემა და ყველა აუცილებელი საბუთის გაფორმება მინიმალურ დროში ხდება.

დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენთან თავს კომფორტულად და მომგებიანად იგრძნობთ! კომპანია "Geo Rent Car" - ში გარანტირებულია ხელსყრელი ფასები და მაღალხარისხიანი სერვისი.

მოხარული ვიქნებით გიხილოთ ჩვენი მუდმი კლიენტების სიაში!